ბოლნისში, სოფელ ნახიდურში, მდინარე ხრამში დაკარგული არასრულწლოვანის ცხედარი მაშველებმა იპოვეს.
ინფორმაციას ადასტურებს საგანგებოს სიტუაციების სამსახური.
არსებული ინფორმაციით, გუშინ, რამდენიმე მოზარდი მდინარის ნაპირზე შუადღისას ჩავიდა, რა დროსაც, ერთ-ერთი მათგანი წყალში ჩავარდა. მოსახლეობა დასახმარებლად მივიდა, თუმცა მისი პოვნა ვეღარ შეძლეს.
ფოტო: არქივი