პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ოპერაცია რუსეთის კურსკის რეგიონში არის მისი საერთაშორისოდ აღიარებული თავდაცვის უფლების განხორციელება.
კურსკის რეგიონში უკრაინის შეტევის კომენტირებისას ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თავდაცვითი ქმედებებია.
„იმას, რასაც რუსული ჯარები და რუსული ავიაცია აკეთებენ უკრაინის ტერიტორიაზე, აქვს გენოციდისა და არაადამიანური დანაშაულის ნიშნები. და უკრაინას აქვს სრული უფლება, აწარმოოს ომი ისე, რომ ყველაზე ეფექტურად მოახდინოს რუსეთის პარალიზება მის აგრესიულ ზრახვებში“, - დასძინა მან.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ხელისუფლება მუდმივ კონტაქტშია უკრაინულ მხარესთან, „მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ კონსულტაციებზე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ კიევში ვინმემ შემითანხმოს, ვინმე რომელ დღეს და სად გადაადგილდება “.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას თავდაცვით ომში", - აღნიშნა ტუსკმა.