ბოლნისის სოფელ ნახიდურში, მდინარე ხრამში, არასრულწლოვანს ეძებენ - ადგილობრივების თქმით, 17 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება.
ძებნა-შველის ოპერაცია ჩართულები არიან მყვინთავები.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მოზარდი მდინარის ნაპირზე შუადღისას ჩავიდა, რა დროსაც, ერთ-ერთი მათგანი წყალში ჩავარდა.მოსახლეობა დასახმარებლად მივიდა, თუმცა მისი პოვნა ვეღარ შეძლეს.