პუერტო რიკოს კარიბის ზღვის აკვატორიიდან ტროპიკული ქარიშხალი „ერნესტო" უახლოვდება. ხელისუფლებამ გამოაცხადა ეროვნული გვარდიის მობილიზება, შეაჩერა სწავლა საჯარო სკოლებში და დაითხოვა საჯარო მოხელეები.
ქარიშხლის შესწავლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქარიშხალი პუერტო რიკოსკენ საათში 85 კილომეტრით მოძრაობს.
მოსალოდნელია, რომ იგი გადაკვეთს მცირე ანტილის კუბძულებს და მიუახლოვდება აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებს, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და პუერტო რიკოს.
ქარიშხლების შემსწავლელი ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის თქმით, შტორმი, შესაძლოა, 24 საათის განმავლობაში გადაიქცეს გრიგალად, სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც ის გადაადგილდება პუერტო რიკოს ჩრდილოეთით.
ცენტრის წარმომადგენელთა თქმით, ქარიშხლის შეერთებული შტატების ჩრდილოეთით გადაადგილების შემდეგ მოსალოდნელია მისი დამატებით გაძლიერება.
ექსპერტები ამბობენ, რომ კლიმატის მიმდინარე ცვლილებები, როგორც ჩანს, ხელს უწყობს ქარიშხლების გაძლიერებას. ატლანტის ოკეანის ნორმაზე თბილმა წყლებმა, შესაძლოა, წლევანდელი ქარიშხლების სეზონი ჩვეულებრივზე უფრო ინტენსიური გახადოს.