შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ბაზაზე ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის მოხალისეების სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
სტუდენტებმა სამი დღის განმავლობაში სამაშველო ოპერაციების გაცნობითი კურსი გაიარეს. ცენტრის ათმა მოხალისემ კრიტიკული სიტუაციების დროს მოქმედება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, უბედურების ზონიდან დაზარალებულის ამოყვანა და კლდეზე ცოცვა შეისწავლა. პროექტი ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები