კურსკის ოლქის ბოლშესოლდაცკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ რაიონის ხელმძღვანელმა ხელმძღვანელმა ვლადიმირ ზაიცევმა განაცხადა.
„ჩვენს რაიონში ევაკუაცია დღემდე არ მომხდარა. ყველა თავისით წავიდა, არავინ ჩარეულა. დღეს ვაგროვებთ მონაცემებს, თუ ვის სჭირდება ევაკუაცია“, - წერს რაიონის გამგებელი.
მისივე თქმით, ტერიტორიაზე ბევრი ადამიანია დარჩენილი, თუმცა მათ წასვლა არ სურთ. ზაიცევის განმარტებით, 12 აგვისტოს მდგომარეობით, ევაკუაციის მოთხოვნა არ ყოფილა.
პარალელურად, კურსკის მოსაზღვრე უკრაინის სუმის რაიონში, შემოღებულ იქნა შეზღუდვები ყველა კატეგორიის მოქალაქის გადაადგილებაზე ოცკილომეტრიან სასაზღვრო ზონაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განმარტა, რომ შეზღუდვები დაკავშირებულია საომარი მოქმედებების ინტენსივობის ზრდასთან და „მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების გაძლიერებასთან“.