მედიის ცნობით, ბულგარეთში, ბურგასის პორტში ტრაილერიდან ამოიღეს $38 მილიონის ოდენობის 436 კილოგრამი ჰეროინი.
პროკურორის ოფისის მიხედვით, ნარკოტიკი ერთ-ერთი გემის დეკლარირებულ ტვირთში ინახებოდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ყირგიზეთიდან საქართველოში შევიდა და შედგომ ბათუმის პორტიდან ბულგარეთში გადავიდა.
ტვირთის საბოლოო დანიშნულება საბრძნეთი უნდა ყოფილიყო.
დაწყებულია გამოძიება. ნარკოტიკების ტრაფიკინგი ბულგარეთში 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე არავინ არ არის დაკავებული.