ამერიკელ მილიარდერს, ილონ მასკს, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობა სურს, რათა, რათა დაეხმაროს მთავრობას ხარჯების დაზოგვაში.
„ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ გვქონდეს სამთავრობო ეფექტიანობის კომისია, რომელიც ამ საკითხებს შეხედავს და დარწმუნდება, რომ გადასახადის გადამხდელის ფული, გადამხდელის მიერ გამომუშავებული ფული, სწორად იხარჯება. სიამოვნებით დავეხმარები ასეთ კომისიას“, - განაცხადა მასკმა.
ტრამპმა თქვა, რომ "ძალიან ბედნიერი" იქნება, თუ მასკი შეუერთდება ადმინისტრაციას და აღნიშნა, რომ მილიარდერი "მშვენიერი ეკონომისტია". ტრამპმა იგულისხმა ხარჯების შემცირების ზომები, რომლებიც მასკმა თავის კომპანიებში მიიღო.
მაისში The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასკმა და ტრამპმა განიხილეს მილიარდერის პოტენციური როლი ტრამპის ადმინისტრაციაში,მისი ხელახლა არჩევის შემთხვევაში, თუმცა მასკმა მაშინ უარყო ეს ინფორმაცია.