ზუგდიდში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ხანძარი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ორი მცირეწლოვანი დაიღუპა.
ბინაში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვნის გადარჩენა მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდები კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ფოტო: ფორმულა