დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ერთ-ერთი წამყვანი კონსერვატიული გამოცემის, ყოველდღიური გაზეთის, The Daily Telegraph-ის მთავარი რედაქტორის კანდიდატად განიხილება.
ამის შესახებ Sky News იუწყება.
Sky News-ის ცნობით, ბრიტანეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი, კონსერვატორი ნადიმ ზაჰავი განიხილავს The Telegraph-ისა და The Spectator-ის შეძენის შესაძლებლობას და ჯონსონის დანიშვნას პირველ რედაქტორად.
The Telegraph-ის შეძენას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული მედიაკომპანია IMI გეგმავდა, მაგრამ გარიგება ბრიტანეთის პარლამენტმა გასულ წელს დაბლოკა. მას შემდეგ გამოცემის ბედი გაურკვეველი იყო.
ჯონსონთან დაახლოებულმა წყარომ Sky News-ს განუცხადა, რომ შეთანხმება მისი დანიშვნის შესახებ The Telegraph-ში არ მიღწეულა, თუმცა მან აღნიშნა, რომ იდეა ჰაერში იყო გამოკიდებული.
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მუშაობდა The Telegraph-ის კორესპონდენტად ბრიუსელში, სადაც ცნობილი გახდა ევროკავშირისადმი თავისებური კრიტიკით. ამის შემდეგ ის წავიდა პოლიტიკაში - ჯერ ლონდონის მერად, შემდეგ კი თემთა პალატის დეპუტატად.
„მას ჯერ კიდევ დიდი სიყვარული აქვს Telegraph მიმართ“, - განუცხადა Sky News-ს ბრიტანეთის ყოფილ პრემიერთან დაახლოებულმა პირმა.
ჯონსონი ახლა Daily Mail-ისთვის ყოველკვირეულ სვეტებს წერს.