რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ ოლქში 28 დასახლებული პუნქტი "მტრის კონტროლის ქვეშაა".
გუბერნატორმა თქვა, რომ კურსკის რეგიონში სიტუაცია "რთულია". მისი თქმით, „მტრის კონტროლის ქვეშ“ არის 28 დასახლებული პუნქტი, სადაც დაახლოებით 2 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
უკრაინის ჯარების შეღწევის სიღრმე 12 კმ-ია, სიგანე - 40 კმ. რეგიონი დატოვა 121 ათასმა ადამიანმა და განხორციელდა ევაკუაცია, კიდევ 180 ათასი ადამიანი ევაკუაციას ექვემდებარება“, - განაცხადა სმირნოვმა.
12 აგვისტოს პუტინმა გამართა შეხვედრა უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ და თავდაცვის სამინისტროს მოსთხოვა კურსკის ოქლიდან „მტრის განდევნა“ მოსთხოვა.