უგანდის დედაქალაქ კაპმალაში ნაგავსაყრელის ჩამოშლის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.
ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებით, ნანგრევებში, შესაძლოა დაშავებულები იყვნენ მოყოლილი. სამაშველო ოპეარცია გრძელდება.
ჩამოშლა, სავარაუდოდ, უხვმა ნალექმა გამოიწვია.
ნაგავსაყრელი დედაქალაქის უღარიბეს ნაწილში, ციცაბო ფერდობზე მდებარეობს. იქ ქალები და ბავშვები ხშირად მიდიან პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად. მახლობლად რამდენიმე სახლიცაა აშენებული. ნაგავსაყრელის საერთო ფართობი 145 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია.