ჰამბურგის რეგიონული სარდლობის მეთაურმა, საზღვაო ძალების კაპიტანმა მაიკლ გისმა განაცხადა, რომ გერმანია 5 წელიწადში მზად უნდა იყოს პოტენციური სამხედრო კონფლიქტისთვის. ამის შესახებ მან გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში ისაუბრა.
გისმა აღნიშნა, რომ ცივი ომის და გერმანიის გაყოფის დასრულებიდან 30 წლის განმავლობაში გერმანელებს სურდათ „მშვიდობის დივიდენდებით“ დამტკბარიყვნენ და დღეს გერმანიაში მოსახლეობა ჯერ კიდევ შორს არის გარე საფრთხის აღქმისგან.
”მაგრამ ჩემი, როგორც ჯარისკაცის შინაგანი საათი წიკწიკებს და მეუბნება, რომ ხუთ წელიწადში ჩვენ უნდა ვიყოთ სოციალურად საკმარისად მყარად, რომ გავუძლოთ გარე სამხედრო საფრთხეს”, - თქვა გისმა.
შეკითხვაზე, მზად უნდა იყოს თუ არა გერმანიის უდიდესი საზღვაო პორტი - ჰამბურგი ომისთვის, გისმა აღნიშნა, რომ „მთელი გერმანია მზად უნდა იყოს ომისთვის“.
„ეს არის მთავარი საერთო გამოწვევა პოლიტიკისთვის, ბუნდესვერისთვის, ბიზნესისა და საზოგადოებისთვის, ფართო გაგებით, ეს ასევე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას - და განსაკუთრებით ჰამბურგს, რომელიც ემსახურება ლიანსის ფუნქციონირებას და ნატო-ს მხარდაჭერას.
ევროპაში მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გერმანია არის განლაგების პუნქტი, ქვეყანა, რომლის გავლითაც ნატო-ს ქვედანაყოფები აღმოსავლეთ ფლანგზე მიდიან. გერმანიის უდიდესი საზღვაო ნავსადგური, ბუნებრივია, ითამაშებს ამაში გარკვეულ როლს“, - თქვა გისმა.