ბელარუსმა უკრაინის საზღვართან სამხედრო ტექნიკა გაგზავნა. ამია ამსხაველი ფოტომასალა ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი მექანიზებული შენაერთის ქვედანაყოფები „მომზადებულნი არიან დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად“.
„სამხედრო მოსამსახურეენი ახორციელებენ სამხედრო აღჭურვილობას დატვირთვას სარკინიგზო ტრანსპორტში და ერთობლივად იწყებენ მსვლელობას დანიშნულ ადგილებში“, - აღნიშნულია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
10 აგვისტოს ბელარუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ "რამდენიმე სამიზნე" ჩამოაგდეს ქვეყნის საჰაერო სივრცეში, რომელიც უკრაინის მხიდან გამოფრინდა. მისი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ეს არის მოიერიშე დრონები.
ამის შემდეგ, ლუკაშენკამ გასცა მითითებები ჯარების დაჯგუფების გაძლიერების შესახებ გომელისა და მოზირის ტაქტიკურ მიმართულებებზე, რომლებიც ესაზღვრება უკრაინის კიევისა და ჩერნიჰივის ოლქებს.