სირიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი დშავდა. იუწყება Reuters
ეს იყო მეორე დიდი თავდასხმა აშშ-ის ჯარებზე ბოლო დღეებში ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე.
თავდაპირველად, ამერიკელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად დაშავებულები არ ყოფილან.
მაგრამ უფრო დეტალური ინფორმაციის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთმა ჯარისკაცმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. კერძოდ, ზოგიერთი კვამლის შესუნთქვით დაზარალდა.
წყაროს თქმით, არცერთი დაზიანებები არ იყო სერიოზული, მაგრამ ზოგიერთ ჯარისკაცს მაინც ჩაუტარდა გამოკვლევა.რამდენიმე ჯარისკაცი კი გადაყვანილ იქნა სხვა ადგილას შემდგომი შემოწმებისთვის.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ირანის მხარდაჭერილმა ჯგუფებმა მსგავსი თავდასხმები მანამდეც განახორციელეს.
მანამდე, 5 აგვისტოს ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმა განხორციელდა ერაყშიც, რის შედეგადაც ხუთი სამხედრო დაშავდა. Reuters -ის ცნობით, ამ თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფი დგას.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ამერიკა არ მოითმენს თავის სამხედროებზე თავდასხმას.