მთელი საქართველოა მოტყუებული, მაგრამ განსაკუთრებით მოტყუებული, ივანიშვილისგან და ქართული ოცნებისგან არის წყალტუბო. თუ რამე გაკეთდა, ისევ მიხეილ სააკაშვილის დროს და ისევ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავას თქმით, 26 ოქტომბერს, წყალტუბო, რომელიც ტრადიციულად არის ოპოზიციურად განწყობილი, კიდევ უფრო მეტად გამოაჩენს თავის თავს და გადაარჩენს სამოთხეს, რომელიც ჯოჯოხეთს დაამსგავსეს.
„მთელი საქართველოა მოტყუებული, მაგრამ განსაკუთრებით მოტყუებული, ბიძინა ივანიშვილისგან პირადად და ქართული ოცნებისგან არის სწორედ წყალტუბო. ყველას ახსოვს აქ, 2019 წელს დაპირება, რომ აქ, უნდა აეშენებინათ სამოთხე, ყველა სანატორიუმი, რა თქმა უნდა, უნდა მუშაობდეს,მაგრამ სინამდვილე არის ის, რომ თითი თითზე არავის არ დაუკარებია და ეს იგრძნობა ყოველი ფეხის ნაბიჯზე. აბსოლუტურად ყველაფერი გააჩერეს, ერთადერთი სკვერი, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაიწყო აქ, იმის პოსმედიკური დამთავრება მოხდა და რაც მთავარია, აი ის კარგად ჩანს, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჩვენს პარტნიორებთან ევროპელ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. თუ რამე გაკეთდა, გაკეთდა, ისევ მიხეილ სააკაშვილის დროს და ისევ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ამიტომ, წყალტუბო არის ძალიან ნათელი მაგალითი იმასა, რომ როგორ შეიძლება აქაურობას დაუბრუნდეს ძველი დიდება და შეიქმნას კიდევ ახალი სიცოცხლე, ახალი სამუშაო ადგილები, ახალი რასაკვირველია ხალხი, რომელიც უნდა დაბრუნდეს, ასევე სოფლის
მეურნეობა. ჩვენ წყალტუბოს ბაზარში ვართ ახლა, ყველაზე მთავარი, არის მწვანილი, რომელიც დიდი რაოდენობით აქ მოდის, მაგრამ აქაც არის მთავარი პრობლემა, ზუსტად ის, რომ, თუ არ იქნება სამაცივრე მეურნეობა, თუ არ იქნება აწყობილი ეს სისტემა, თვითღირებულება არის დაბალი და მაქსიმუმ რუსეთის ბაზარზე გაიტანონ, მაშინ როდესაც ევროპულ
ბაზარზე თუ გავიტანეთ, იქნება გაცილებით უფრო დიდი ფასი გლეხისთვის და გაცილებით უფრო მეტი დოვლათი დარჩება აქ. აი ეს ყველაზე კარგად ჩანს წყალტუბოს მაგალითზე, ამიტომ 26 ოქტომბერს, წყალტუბო, რომელიც ტრადიციულად არის ოპოზიციურად განწყობილი ქართული ოცნებისადმი, კიდევ უფრო მეტად გამოაჩენს თავის თავს, იმიტომ რომ, ყველაზე ნათელი მაგალითია სამოთხე, როგორ უნდა აქციო მიტოვებულ ჯოჯოხეთად და ეს ხალხი ცხოვრობს, ალამაზებს აქაურობას, უბრალოდ მთავრობა არაფერში არ უდგას გვერდით”, - გიგი უგულავამ.