თელ-ავივში და ისრაელის რამდენიმე სხვა ქალაქში, ათასობით ადამიანმა აქცია მოაწყო რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის მიერ გატაცებული 115 მძევლის გათავისუფლების შეთანხმების მიღწევის მოთხოვნით.
ისრაელის მედიის ცნობით, მძევლების ოჯახებმა თელ-ავივში საპროტესტო აქცია თავდაცვის სამინისტროსთანგამართეს.
„ჰამასზე ისრაელის სამხედრო ზეწოლა კიდევ უფრო მეტი მძევლის სიკვდილს გამოიწვევს“, - თქვა ერთ-ერთმა მონაწილემ, რომლის ბიძა ღაზას სექტორში იმყოფება.
აქვიის კიდვ ერთი მონაწილის ეინავ ზანგაუკერის თქმით, რომლის შვილიც „ჰამასის“ მებრძოლებმა ღაზაში გაიტაცეს, განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მძევლებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს.
ეინავ ზანგაუკერმა მოუწოდა ისრაელის მოლაპარაკებების ისრაელის ჯგუფის წევრებს, ზეწოლა მოახდინომ პრემიერზე, რათა 15 აგვისტოს მოხდეს შეთანხმების მიღწევა.
"ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ახლობლებს სახლში დააბრუნებთ. მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა არის ნამდვილი გამარჯვება და სახიფათო რეგიონული ესკალაციის პრევენციის გასაღები", - დასძინა მან.
საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა იერუსალიმში, ჰაიფაში, ბერშებასა და კესარიაში ნეთანიაჰუს ვილის წინ.