მედიის ცნობით, გასულ ღამეს, რუსეთის ქალაქ კურსკში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა.
ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამარხები წერენ. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე შვიდი აფეთქება მოხდა.
კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.
მოგვიანებით მან განაცხადა, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის მუშაობის შემდეგ რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
„დღეს ჩამოგდებული უკრაინული რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, გაჩნდა ხანძარი. შემთხვევის ადგილზე ყველა სასწრაფო დახმარება მივიდა“, - ნთქვამია სმირნოვის განცხადებაში.