ვროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ისრაელის მიერ ღაზაში მდებარე სკოლაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ეხმიანება.
ბორელი აღნიშნავს, რომ ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არ აქვს,
"შეძრწუნებული ვარ ღაზაში მდებარე სკოლაზე ისრაელის თავდასხმი კადრებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ათობით პალესტინელი ემსხვერპლა. ბოლო კვირების განმავლობაში სამიზნეს, სულ მცირე, 10 სკოლა წარმოადგენდა. ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არ აქვს“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.
შეგახსნებთ, ღაზის სექტორში მდებარე სკოლაზე ისრაელის საჰაერო იერიშს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა.
სკოლაში იმყოფებოდნენ პალესტინელები, რომლებიც ომის გამო იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები. თვითმხილველები ამბობენ, რომ დარტყმა გაფრთხილების გარეშე განხორციელდა, როდესაც ხალხი დილის ლოცვას ასრულებდა. გაბრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა ორი რაკეტა.