ბრაზილიის ქალაქ სან პაულოს მახლობლად ავიაკომპანია Voepass-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას ბორტზე მყოფი 61-ვე ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, არცერთი მგზავრი და ეკიპაჟის არცერთი წევრი გადარჩენილა.
ავიაკომპანიის ცნობით, თვითმფრინავში 62 ადამიანი იმყოფებოდა: 58 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი.
მოგვიანებით, ბორტზე მყოფთა რაოდენობა დაზუსტდა: ერთ-ერთი მგზავრი ბორტზე ვერ მოხვდა,რადგან რეისსზე დააგვიანა.
მოგვიანებით, ვალინიუშის მერიაში განაცხადეს, რომ კატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა.
თვითმფრინავი კასკაველიდან (პარანას შტატი პარაგვაის და არგენტინის საზღვართან) გუარულოსის აეროპორტისკენ მიფრინავდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თვითმფრინავი ვერტიკალურად ვარდება.
ის დასახლებულ აგილზეჩავარდა, თუმცა არავინ დაშავებულა. გაჩნდა ხანძარი
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახურები.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი 2010 წელს იყო გამოშვებული. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ბრაზილიის სამოქალაქო ავიაციის ეროვნულმა სააგენტომ დაადასტურა; მისი ინფორმაციით, თვითმფრინავი კარგ მდგომარეობაში იყო.
ადგილობრივი ავიაკატასტროფის საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ კატასტროფის გამომწვევი მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.