აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დე[არტამენტმა განაცხადა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა პარასკევს, 9 აგვისტოს, გამოაცხადა უკრაინას 125 მილიონ დოლარამდე დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ.
ამერიკული დახმარების ახალი პაკეტი უკვე სამოცდამესამე ტრანშია.
პაკეტში შედის საბრძოლო მასალა HIMARS-ის სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო საბრძოლო მასალა, Stinger -ის რაკეტები, Javelin-სა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და TOW-ის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები და სხვა ღჭურვილობა.
„აშშ გააგრძელებს მუშაობას ალიანსის 50-მდე წევრ ქვეყანასთან და პარტნიორთან, რათა უკრაინის მამაც დამცველებს ჰქონდეთ კრიტიკული შესაძლებლობები, რომლებიც ესაჭიროებათ რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად“, - აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.