ბრაზილიის ქალაქ სან პაულოს მახლობლად ავიაკომპანია Voepass-ის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ავიაკომპანიის ცნობით, ლაინერის ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია თუ რა ბედი ეწიათ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს.
ბრაზილიური მედიის ცნობით, თვითმფრინავი ვინიედოს პროვინციაში ჩავარდა. ის კასკაველიდან (პარანას შტატი პარაგვაის და არგენტინის საზღვართან) გუარულოსის აეროპორტში მიფრინავდა.