უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა დაადასტურა თავდასხმა რუსეთის ლიპეცკის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომზე.
9 აგვისტოს ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალები თავს დაესხნენ რუსეთის სამხედრო აეროდრომს ლიპეცკს, სადაც განლაგებულია სუ-34-ის, სუ-35-ისა და მიგ-31-ის ტიპი თვითმფრინავები.
„გასულ უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეუტიეს ლიპეცკის აეროდრომს (ლიპეცკის ოლქი).
უკრაინელების დარტყმის შემდეგ ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელიც ჯაჭვურმა დეტონაციამ გამოიწვია, რასაც მოჰყვა მასშტაბური ხანძარი.
აეროპორტის ტერიტორიაზე მართვადი საჰაერო ბომბებითგანადგურდა საწყობები და სხვა ობიექტები.
ამასთან, იუწყებიან, რომ აეროდრომზე თვითმფრინავების განადგურების შედეგები ჯერ კიდევ ზუსტდება.