თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ავტოსაგზაო შემთხვევას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 26 დაშავდა.ავტობუსი, რომელიც იზმირიდან აგრის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ხიდის ჯებირს შეეჯახა.
თურქული მედიის ცნობით, ადგილზე მისულმა მაშველებმა ავტობუსში მყოფი რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ვარაუდობენ, რომ ავარიის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, მძღოლის ჩაძინება გამხდარიყო. დაწყებულია გამოძიება.