რუსეთის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტამონოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების იერიშის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. ასევე დაზიანდა ენერგოობიექტი.
ოლქის გუბერნატორის თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავებული პირები მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში განაგრძობენ, ელექტროენერგიით მომარაგება კი შეფერხებულია.
მისივე თქმით, რეგიონში ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმებულია. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სამიზნე იყო სამხედრო აეროდრომი, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მეზობელი დასახლებებიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.