ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, ის ადამიანები, რომლებსაც კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენების გამო სახლების დატოვება მოუწიათ, დახმარების სახით 10 000 რუბლს (300 ლარი) მიიღებენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა და კურსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვმა დღეს, ვიდეო-კონფერენციისას ისაუბრეს.
პუტინის თქმით, დახმარება "ერთჯერადი ხასიათის" იქნება და ის იმ პირებს გადაეცემათ, "ვისაც ეს სჭირდებათ".
„ჩვენ ვესაუბრეთ პრემიერ-მინისტრს [მიხაილ მიშუსტინს]. მიგავჩნია, რომ გადაწყვეტილება მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ, 10 ათასი რუბლის ერთჯერადად გადახდის შესახებ, მიღებულია“ , - თქვა პუტინმა
მისივე თქმით, გარდა ამისა, საჭირო იქნება სხვა ტიპის ზიანის შეფასებაც.