სტატისტიკური მონაცემების ონლაინპორტალმა Numbeo-მ მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა.
ცხოვრების ღირებულების ინდექსის გათვალისწინებით, მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქი შვეიცარიის ჟენევა აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირი ქალაქების ათეულში შვიდი ქალაქი ამერიკულია - ნიუ იორკი, ლოს ანჯელესი, ბოსტონი, ვაშინგტონი, ჩიკაგო, სან ფრანცისკო და სიეტლი.
ათეულში ასევე მოხვდნენ კიდევ ერთი შვეიცარიული ქალაქი ციურიხი და ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი.
სულ რეიტინგში 218 ქალაქი მოხვდა. ცხოვრების ღირებულების ინდექსს მაღაზიებსა და რესტორნებში არსებული ფასების, საცხოვრებლის ქირის ფასის, სატრანსპორტო და კომუნალური ხარჯების და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მიხედვით ადგენდნენ.
რეიტინგში თბილისი 153-ე ადგილზე მოხვდა.
მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი
1. ჟენევა
2. ციურიხი
3. ნიუ-იორკი
4. სან ფრანცისკო
5. ბოსტონი
6. რეიკიავიკი
7. ვაშინგტონი
8. სიეტლი
9. ლოს ანჯელესი
10. ჩიკაგო