ავსტრალიაში 10 წლით და 5 თვით პატიმრობა მიუსაჯეს სახელგანთქმულ ბრიტანელ ზოოლოგს, ნიანგების ექსპერტს, რომელმაც აღიარა ათეულობით ძაღლზე სექსუალური ძალადობის ფაქტი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადამ ბრიტონმა, რომელიც მუშაობდა BBC-ისა და National Geographic-ის პროდუქტებზე, თავი დამნაშავედ ცნო 56 ბრალდებაში, რომლიც დაკავშირებულია ზოოფილიასა და ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობაში.
მსჯავრდებულმა ასევე აღიარა ოთხი ბრალდება, რომლის თანახმადაც მას წვდომა ჰქონდა ბავშვზე ძალადობის ამსახველ მასალებზე.
ამასთან, ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიის უზენაესი სასამართლოს მოსმენებზე ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი საკუთარ თავს ვიდეოებს უღებდა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აწამებდა ძაღლებს და შემდეგ ინტერნეტში ავრცელებდა ფსევდონიმით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ასევე აეკრძალა ნებისმიერი სახეობის ძუძუმწოვრის ყოლა სიცოცხლის ბოლომდე.
ბრიტონის ადვოკატის მტკიცებით, მისი დანაშაული გამოწვეული იყო იშვიათი აშლილობით, რომელიც იწვევდა ინტენსიურ, ატიპიურ სექსუალურ ინტერესებს.
სასამართლოზე წაიკითხეს ბრიტონის წერილი, სადაც ის ბოდიშს იხდის მისი დანაშაულების გამო.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მან იძალადა სულ მცირე 42 ძაღლზე, მათგან 39 მოკლა.
როგორც იუწყებიან, სასამართლო მოსმენებისას ადამიანება ვერ შეძლეს პროცესზე დასწრება, რადგან საქმის მასალებში დაცული ინფორმაცია შემაძრწუნებელი შინაარსის იყო.