ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ რუსეთთან საზღვარზე გამშვები პუნქტი უახლოეს მომავალში არ გაიხსნება.
ამის შესახებ მან მედიას განუცხადა.
„ამ დროისთვის საზღვარი {რუსეთთან} დაკეტილი დარჩება“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამავდროულად, ვალტონენმა განაცხადა, რომ ეს საკითხი სავარაუდოდ, შემოდგომაზე კვლავ განიხილება.
მანამდე ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ასევე განაცხადა, რომ საზღვრის გახსნის წინაპირობებს ვერ ხედავს.
მაგრამ მანამდე მან განაცხადა, რომ შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის ფედერაციასთან ფინეთის საზღვრის ნაწილობრივ გახსნა, როდესაც მიღებული იქნება კანონი გაძევების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ აპრილში ფინეთის მთავრობამ ჰიბრიდული მიგრაციული კრიზისის გადასალახად რუსეთთან საზღვარი განუსაზღვრელი ვადით დაკეტა.