ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები, რომლებმაც გააანალიზეს შეგროვებული მონაცემები, ადასტურებენ, რომ უკრაინული ჯარის ნაწილები რუსეთის კურსკის ოლქში 10 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ.
„დადასტურებულია, რომ 7 აგვისტოს უკრაინული ჯარები 10 კილომეტრამდე დაწინაურდნენ რუსეთის კურსკის ოლქში, რუსეთის ტერიტორიაზე მექანიზებული შეტევითი ოპერაციების მიმდინარეობის ფონზე“, - აღნიშნულია ინსტიტუტის ანგარიშში.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 6 და 7 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები მიუთითებს, რომ უკრაინული ჯავშანტექნიკა სავარაუდოდ შევიდა პოზიციებზე 38K-030 მაგისტრალის გასწვრივ, საერთაშორისო საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში.
კურსკის რეგიონში უკრაინის წინსვლის ამჟამად დადასტურებული მასშტაბები და მდებარეობა მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინულმა დანაყოფებმა, სავარაუდოდ, გადალახეს სულ მცირე ორი რუსული თავდაცვითი ხაზი და საყრდენი პუნტქი.
„კრემლის პასუხი უკრაინის შეტევით მოქმედებებზე კურსკის რეგიონში ამ დრომდე გაურკვეველი იყო, რადგან რუსი ოფიციალური პირები ცდილობენ იპოვონ ბალანსი უკრაინის მხრიდან ძალისხმევის თვალსაჩინო ესკალაციად წარმოჩენას, მათი გადაჭარბებული პოტენციური შედეგების თავიდან აცილებასა და შიდა უკმაყოფილების საფრთხეს შორის“, - აღნიშნულია ანგარიშში.