მედიის ცნობით, ირანის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა მოუწოდა ირანის უზენაეს ლიდერს ალი ხამენეის თავი შეიკავოს ისრაელზე თავდასხმისგან და გააფრთხილა მის პრეზიდენტობაზე ასეთი თავდასხმების დამანგრეველი შედეგების შესახებ.
როგორც ცნობილია, ირანი 31 ივლისს, თეირანში ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო, შურისძიების მიზნით, დაემუქრა ისრაელს პირდაპირი სარაკეტო თავდასხმით.
თუმცა, როგორც მედია აღნიშნავს, შურისძიების ამ სურვილს, როგორც ჩანს, თეირანის ყველა მაღალჩინოსანი არ იზიარებს, რადგან არიან მაღალი რანგის პირები, რომლებიც გამოთქვამენ შეშფოთებას შესაძლო შედეგების შესახებ.
ხამენეისთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა ფეზეშქიანმა მოუწოდა 85 წლის ხამენეის, თავიდან აიცილოს ირანის პირდაპირი თავდასხმა ისრაელზე, რათა აირიდოს არასასურველ ომში გადაზრდის შესაძლებლობა.
ფეზეშქიანმა გააფრთხილა, რომ ამ პოტენციურმა კონფლიქტმა, შესაძლოა, სერიოზულად შეარყიოს მისი პრეზიდენტობა და გამოიწვიოს მნიშვნელოვანი პრობლემები.
ფეზეშქიანის შიშობს, რომ ისრაელის გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, მკაცრი საპასუხო დარტყმა მიაყენოს ირანის ეროვნულ ინფრასტრუქტურასა და ენერგორესურსებს, შესაძლოა შეაფერხოს ირანის ეკონომიკა, ომის გამო, შესაძლოა, გაღრმავდეს მოქალაქეებში უკმაყოფილება და გამოიწვიოს ქვეყნის დაშლა.
წყაროების ცნობით, მიუხედავად ძლიერი გაფრთხილებისა, ხამენეიმ შეხვედრის დროს არანაირი ვალდებულება არ აიღო, არც მხარი დაუჭირა და არც შეეწინააღმდეგა ფეზეშქიანის შეშფოთებას. აღნიშნულ შეხვედრაზე ხამენეის კომენატრი არ გაუკეთებია.