ვგმობთ საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას და ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, - ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს.
"2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო. მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, - წერია განცხადებაში.