არცერთი ქართველი არ აპატიებს არცერთ ხელისუფლებას, თქვას, რომ რუსეთის მიერ ტერიტორიების წართმევა საქართველოს ბრალია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი განცხადებების გავრცელება სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფო ღალატი.
„არცერთი ქართველი არ აპატიებს არცერთ ხელისუფლებას, რომ თქვას, რომ თურმე, რუსეთმა რომ ტერიტორიები წაგვართვა, ეს ჩვენი ბრალია. ნებისმიერი მცდელობა, მსგავსი განცხადებების გავრცელების, ეს არის სწორედ სახელმწიფოს ღალატი და მოქალაქეების დაპირისპირება და მტრობა. იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, ყველა საერთაშორისო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 7-8 აგვისტოს დაიწყო ომი. 7-ში, იმიტომ, რომ რუსები გადმოვიდნენ შეტევაზეს, ხოლო 8 შ საპასუხო ქმედებებზე გადაციდა საქართველო მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, - განაცხადა „ერთიანობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება: „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველო ამ სამხედრო კონფლიქტში ჩაეთრია და ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ გაეხვია. ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ გაამყარა რწმენა, რომ ამ ადამიანებმა 2008 წელსაც გააზრებულად მოაწყვეს უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულეს… ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება".