კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონული მდივანმა გიორგი ბოტკოველმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტის დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, გიორგი ანწუხელიძის, საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.
გიორგი ბოტკოველის განცახდებით, გიორგი ანწუხელიძე ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული გმირობის სიმბოლოა.
„გიორგი ანწუხელიძე არის ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული გმირობის სიმბოლო. მე ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ მის ოჯახს, მის შვილებს, მის მეუღლეს და მე თვითონაც ჩემს შვილებს ხშირად ვესაუბრები და არაერთხელ ვყოფილვართ მის მემორიალთან. სისტემატურად ვცდილობთ, რომ გიორგის გმირობაზე გაიგოს ყველამ, ვინც არ იცის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ყოველთვის მოსაგონარი ამბავი თითოეული ქართველისათვის და თითოეული ქართველი იამაყებს, რომ ჰყავდათ ასეთი გმირი, როგორიც არის გიორგი ანწუხელიძე და ყველა ის გმირები, რომლებიც რუსულ აგრესიას შეეწირნენ. ძალიან ბევრის ისტორია ჩვენ არ ვიცით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი ეროვნული გმირი გვყავს, რომლებმაც თავი გაწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის, დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.