დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი პირველად გამოვიდა წინასაარჩევნო მიტონგზე მინესოტას გუბერნატორ ტიმ უოლთან ერთად, რომელიც მან აირჩია ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.
პენსილვანიის შტატში სიტყვით გამოსვლისას უოლცმა მწვავედ გააკრიტიკა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი და თქვა, რომ ის ქვეყანაში ქაოსსა და განხეთქილებას თესავს.
მისი თქმით, ტრამპს წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს ემსახურო ერს, რადგან ის ძალიან დაკავებულია საკუთარი თავის მსახურებით.
მან დონალდ ტრამპს და ჯეიმს დევიდ ვენსს „შემზარავი ბიჭები“ უწოდა.
„უბრალოდ უნდა ვთქვა. თქვენ იცით ეს. გრძნობთ ამას. ეს ბიჭები შემზარავები და, დიახ, უბრალოდ უცნაურები არიან. ეს არის ის, რასაც თქვენ ხედავთ. თუ ტრამპს ექნება დაბრუნების შანსი, ის ზუსტად იქიდან გააგრძელებს, სადაც ოთხი წლის წინ გაჩერდა. ოღონდ ამჯერად ეს ბევრად, ბევრად უარესი იქნება“, – განაცხადა ტიმ ვოლცმა.
უოლცის განცხადებით, პრეზიდენტობის დროს ტრამპმა ეკონომიკა კოლაფსამდე მიიყვანა.
„გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში ძალადობრივი დანაშაული გაიზარდა, თუ არ ჩავთვილთ იმ დანაშაულებს, რომლებიც თავად ტრამპმა ჩაიდინა“, - თქვა უოლცმა.
ამავდროულად, უოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატების საარჩევნო კამპანია არ არის ბრძოლა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. ”ჩვენი კამპანია არის ბრძოლა მომავლისთვის”, - თქვა უოლცმა.