საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს.
გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.