ბრიტანეთში არ ცხრება არეულობა, რომელიც ერთი კვირის წინ, ლივერპულის მახლობლად ბავშვთა ცეკვის სტუდიაზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო და სულ უფრო მეტ ქალაქში გავრცელდება.
სამშაბათს საღამოს არეულობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა ბელფასტში, ბრისტოლში, დარლინგტონსა და პლიმუტში.
დააკავეს არეულობის 400-მდე მონაწილე, მათგან დაახლოებით 100 ადამიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
6 აგვისტოს, დილით, ბრისტოლში ფურგონი სამრეწველო კომპლექსის ღობეს შეეჯახა, სადაც მდებარეობს ისრაელის იარაღის კომპანია Elbit Systems-ის ბრიტანული ოფისი, რომელიც საბრძოლო დრონებს აწარმოებს.
ფურგონიდან სხვადასხვა საგნით შეიარაღებული 10 ადამიანი გადმოვიდა და დაიწყო შენობის, იქ მდებარე აღჭურვილობისა და უკვე წარმოებული დრონების დაზიანება.
კომპანიის რამდენიმე თანამშრომელმა თავდამსხმელების შეჩერება სცადა, მაგრამ შედეგად თავად ისინი დაშავდნენ.
თავდამსხმელები დაუპირისპირდნენ ადგილზე გამოძახებულ პოლიციელებსაც. შედეგად ერთი-ერთი პოლიციელის საავადმყოფოში გადაყვანაც კი გახდა საჭირო.
კომპანია Elbit Systems UK-ში განაცხადეს, რომ კომპანიის ბრიტანული ფირმები შეკვეთებს ასრულებენ ადგილობრივი სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ამასთან, კომპანიის განცხადებით, თავდამსხმელების მიერ განადგურებული დრონები ასევე განკუთვნილი იყო ბრიტანეთის არმიისთვის.
ექვსი თავდამსხმელი დააკავეს, დანარჩენებმა კი გაქცევა მოახერხეს, თუმცა პოლიცია მათ ძებნას აქტიურად აგრძელებს.
შეგახსენებთ, 29 ივლისს ქალაქ საუთპორტში 17 წლის თავდამსხმელი, ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ ღონისძიების დროს, ცეკვის სტუდიაში შეიჭრა და სამი პატარა გოგონა მოკლა. დაშავდა კიდევ რვა ბავშვი. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ თავდამსხმელი რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბოროტმოქმედი კარდიფშია დაბადებული.მოიმხდარის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ქალაქები საპროტესტო ტალღამ მოიცვა.