რუსი ოკუპანტები აგრძელებენ წინსვლას დონეცკის ოლქის დასახლება ნიუ იორკში.
უკრაინული მედიის ცნობით, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, თუ როგორ აღმართეს რუსული დროშა ნიუ იორკის 38-ე სკოლის შენობის თავზე დასახლების ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
სამხედრო ექსპერტმა სერჰიი ზგურეცმა განაცხადა, რომ დასახლებებს ნიუ იორკსა და ჟელეზნის შორის არის მონაკვეთი, რომელსაც უკრაინის შეიარაღებულ ძალები აკონტროლებენ, მაგრამ რუსები ცდილობენ ზონის დაფარვას ორივე მხრიდან, რაც ქმნის ალყაში მოქცევის საფრთხეს.
როგორც The New York Times წერს, თუ რუსული ჯარები მოახერხებენ ტორეცკის რაიონში თავდაცვითი ბასტიონების აღებას, ისინი შეძლებენ წინსვლას კონსტანტინოვკასკენ, რომელიც აღმოსავლეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკურ დასაყრდენს წარმოადგენს.