რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ისრაელის მიერ ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობაზე ზომიერი საპასუხო რეაქციის გამოვლენა სთხოვა და მოუწოდა, რომ არ დაესხას თავს ისრაელის მოქალაქეებს. ამის შესახებ Reuters ორ ირანელწყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების ცნობით, ეს გზავნილი რუსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სერგეი შოიგუმ თეირანშ ირანის ოფიციალურ პირებს შეხვედრისას გადასცა.
წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ თეირანმა მოსკოვს რუსული წარმოების Su-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიწოდება სთხოვა.
მოსკოვს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო პროკრემლისტურმა საშუალებებმა სამშაბათს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შოიგუმ თქვა, რომ მან განიხილა „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა თეირანში ვიზიტის დროს.
აღნიშნულ საკითხზე დამატებითი დეტალები შოიგუსთან მოლაპარაკებების შესახებ წყაროებმა არ გაამჟღავნეს.