დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტის გუბერნატორი ტიმ უოლცი დაასახელა. ინფორმაციას CNN და Associated Press ავრცელებენ.
უოლცი, 60 წლის ეროვნული გვარდიის ვეტერანი და ყოფილი მასწავლებელი, წარმომადგენელთა პალატაში 2006 წელს აირჩიეს და 12 წლის განმავლობაში მსახურობდა, ვიდრე 2018 წელს მინესოტას გუბერნატორად აირჩევდნენ.
,უოლცი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად გუნდის ფავორიტი იყო.
ჰარისის წინასაარჩევნო შტატში განაცხადეს, რომ მისი რჩეული კანდიდატი შეუერთდება მას შვიდი შტატის ტურნეში.
სიის სათავეშია პენსილვანიის შტატი, რომელსაც ჰარისი და ტრამპი კრიტიკულად მიიჩნევენ არჩევნების შედეგისთვის.
ფილადელფიის გარდა, ჰარისი და უოლცი ხუთი დღის განმავლობაში ეწვევიან კიდევ ექვს შტატს ვისკონსინის, მიჩიგანს; ჩრდილოეთ კაროლინა; ჯორჯიას, არიზონას და ნევადას.