ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ლიბანის მხრიდან დააფიქსირეს საეჭვო საჰაერო სამიზნეები.
როგორც ისრაელის მედია წერს, შემთხვევამდე 45 წუთით ადრე ლიბანის საზღვართან ახლოს, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ორ დასახლებაში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა.
„ერთ-ერთი მათგანი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამაოგდო, რამდენიმე ვარდნა დაფიქსირდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მერონის მთის მიდამოში“, - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურში.
უწყების ცნობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.