პარიზში პოლიციამ დააკავა ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე შეჭრას და მძლეოსნობის ტურნურის ჩაშლას ცდლობდა. იუწყება AFP
ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა
ტონი ესტანგემ დაადასტურა, რომ 100 მეტრზე რბეანს მამაკაცთა შორის წინ უძღოდა "შეჭრის მცდელობა".
„100 მეტრზე რბენის ფინალის დროს იყო შეჭრის მცდელობა. დაცვამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. ხალხი მომზადებულია, არის მკაცრი, პროფესიონალი, პოლიციაც შესანიშნავად აკეთებს საქმეს.
100 მეტრისს დისტანციის რბენის ფინალისტებს რამდენიმე წუთით ლოდინი მოუწიათ თავიანთი ზოლის წინ, ვიდერე სასტარტო ხაზზე მიიწვევდნენ“, - აღნიშნა ესტანგემ.
24 წლის კაცი ამჟამად სენ-დენის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, რომელიც ინციდენტს იძიებს.