ირანმა რუსეთს სთხოვა თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, ისრაელთან შესაძლო ომისთვის, წერს The New York Times. მისივე ცნობით, ირანისთვის აღნიშნული სისტემების მიწოდება უკვე მიმდინარეობს.
„ორმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა, რომლებისთვისაც ცნობილია ომის დაგეგმვა და რომელთაგან ერთი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრია, დაადასტურა, რომ ირანმა ასეთი თხოვნით მიმართა და თქვა, რომ რუსეთმა დაიწყო მოწინავე რადარებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება“,- აღნიშნავს გამოცემა .
The New York Times წერს, რომ 5 აგვისტოს თეირანს რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ ეწვია.
ეს ხდება მაშინ, როდესაც ირანი ემზადება შურისძიებისთვის ისრაელის წინააღმდეგ გასულ კვირას თეირანში ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო.
შოიგუ შეხვდა ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს, ირანის შეიარაღებული ძალების მეთაურს, ბრიგადის გენერალ მოჰამედ ბაგერის, რომელიც ხელმძღვანელობს ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების დაგეგმვას და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანს.