ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ვეტერანებისთვის 400-ლარიანი ჯარიმის დაკისრების საპროტესტოდ მომზადებულ საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დღეს შეიტანს.
ამის შესახებ ნიკოლაიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" თავად განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გმირთა მემორიალთან მიმდინარე აქციის დარბევისას დაკავებულ 11 ვეტერანს (ზაზა გერმანოზაშვილი, ილია ჩილოშვილი, ვალერიან ძებირაშვილი, ლევან ასათიანი, მალხაზ თოფურია, ამურ რევიშვილი, სერგო დვალი, ლევონ ასატრიანი, ლეონიდ ეხვაია, შოთა იამანიძე და შოთა ზღუდაძე) წვრილმანი ხულოგნობისა და პატრულის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის 400-400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.