მედიის ცნობით, ამსტერდამში, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპული ებრაელი გოგონას ანა ფრანკის ძეგლზე უცნობმა პირებმა ბოლო ერთ თვეში პროპალესტინური ლოზუნგი უკვე მეორედ დაწერეს. დაზიანდა რამდენიმე სხვა ძეგლიც.
გამვლელებმა ამსტერდამში ძეგლებზე ვანდალიზმი შენიშნეს და პოლიციას აცნობეს.
უცნობმა პირებმა ანა ფრანკის ძეგლზე წითელ საღებავით დაწერეს Free Gaza და ქანდაკებას ხელები წითლად შეუღებეს.
ეს აქტი დაემთხვა 80 წლის იუბილეს, როდესაც იპოვეს სამალავი, რომელშიც ანა და სხვა ადამიანები იმალებოდნენ და ისინი საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს.
ანალოგიურად დაზიანდა იმავე ტერიტორიაზე მდებარე არაერთი სხვა ძეგლი, კერძოდ, ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის მაჰათმა განდის ძეგლი, ასევე წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეთა ძეგლი.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ანა ფრანკის ძეგლზე პროპალესტინური ლოზუნგი, ივლისის დასაწყისშიც დატოვეს.