ბრიტანეთში პოლიციამ 90-ზე მეტი ადამიანი დააკავა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქალაქსა და დასახლებაში დემონსტრაციები შეტაკებებში გადაიზარდა. იუწყება BBC
შეტაკებები მოხდა ჰალში, ლივერპულში, ბრისტოლში, მანჩესტერში, სტოკ-ონ-ტრენტში, ბლექპულსა და ბელფასტში. დემონსრანტები ისროდნენ პიროტექნიკას, ძარცვავდნენ მაღაზიებს და თავს ესხმოდნენ პოლიციას.
მცირე დემონსტრაციები სხვა ადგილებში ძალადობრივ აქციებში არ გადაზრდილა.
ბრიტანეთის ქალაქებში დღეს ისევ საპროტესტო აქციებია მოსალოდნელი, თუმცა არა იმდენი, რამდენიც შაბათს, 3 აგვისტოს იყო.
„გამოხატვის თავისუფლების უფლება და ძალადობრივი არეულობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ორი ძალიან განსხვავებული რამ არის“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
საერთო ჯამში, ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში შეტაკების 90-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.
ქალაქ საუთპორტში ბავშვთა ცეკვის სტუდიაზე დანით შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, რომელსაც სამი ბავშვი ემსხვერპლა, დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა.
ორშაბათს, 17 წლის თავდამსხმელი ინგლისში ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ ღონისძიების დროს ცეკვის სტუდიაში შეიჭრა და სამი პატარა გოგონა მოკლა. დაშავდა კიდევ რვა ბავშვი.