ვატიკანში აცხადებენ, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ზოგიერთი სცენის გამო დამწუხრებულები არიან.
„წმინდა საყდარი დამწუხრებულია პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ზოგიერთი სცენის გამო და არ შეიძლება არ შეუერთდეს მათ, ვინც ბოლო დღეებში ხმა აიმაღლა მრავალი ქრისტიანისა და სხვა რელიგიის წარმომადგენლების შეურაცხყოფის დასაგმობად“, - ნათქვამია განცხადებაში, რომეელიც წმინდა საყდრის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.
როგორც ვატიკანის პრესსამსახური აღნიშნავს, პრესტიჟულ ღონისძიებაზე, სადაც მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო ღირებულებების გარშემო, არ უნდა იყოს მინიშნებები, რომლებიც ბევრი ადამიანის რელიგიურ მრწამსს დასცინის.
ვატიკანის განცხადება უკავშირდება ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის იმ ნაწილს, რომელშიც დრაგ არტისტები მონაწილეობდნენ, ბევრმა ეს წარმოდგენა ლეონარდო და ვინჩის ნახატს, „საიდუმლო სერობას“ შეადარა.
ოლიმპიადის ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ უპატივცემულობის განზრახვაარ ჰქონიათ . თავად გახსნის ცერემონისი დამდგელმა რეჟისორმა თომას ჯოლიმ განმარტა, რომ სცენა ეხებოდა „ოლიმპოს ღმერთებს და წარმართულ დღესასწაულს“ და არ იყო შთაგონებული ლეონარდო და ვინჩის ნახატით.