ბეირუთში ბრიტანეთის, აშშ-ისა და იორდანიის საელჩოებმა მოუწოდეს ლიბანში მყოფ მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა ისრაელსა და ლიბანურ რადიკალურ შიიტური მოძრაობა “ჰეზბოლას” შორის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე.
ბრიტანეთის საელჩო მოქალაქეებს ურჩევს გაფრინდნენ ლიბანიდან "ახლა, ვიდრე კომერციული ფრენები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია".საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამის თქმით, "სიტუაცია შეიძლება სწრაფად გაუარესდეს".
აშშ-ის საელჩომ, თავის მხრივ, ასევე მოუწოდა მოქალაქეებს „დაჯავშნონ ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბილეთი“, მაშინაც კი, თუ ფრენის დანიშნულება „ზუსტად არ შეესაბამება თქვენს პრეფერენციებს“.
ამასთან, ბრიტანეთმა დამატებით გაგზავნა დიპლომატები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, მათ შორის ლიბანში, რათა დაეხმარონ საელჩოს თანამშრომლებს და სწრაფი რაეგირება მოახდინონ ბრიტანეთის მოქალაქეების მოთხოვნებზე.
ბრიტანელი სამხედროები კი რეგიონში დისლოკაციის პროცესში არიან.
მანამდე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი, ისრაელში ჩავიდა და დაძაბულობის განმუხტვის მოწოდებით გამოვიდა.
იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანალოგიურად გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოუწოდებ იორდანიის ყველა მოქალაქეს ლიბანში, რაც შეიძლება მალე დატოვონ ქვეყანა, ხოლო მათ, ვინც აპირებს ლიბანში გამგზავრებას, გეგმები შეცვალონ.
ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაცია თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს, ხოლო ბეორუთში მოძრაობა „ჰესბოლს“ მეთაურის ფაუდ შუქრის მკვლელობებს უკავშირდება. საპასუხოდ ირანის ხელისუფლება და მოძრაობა „ჰესბოლა“ ისრაელს შურისძიებით დაემუქრნენ.