ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანის სასტუმროში მცირე მანძილიდან მოკლეს.
IRGC-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჭურვი დაახლოებით 7 კგ-ს იწონიდა.
ჰანიე და მისი დაცვის წევრი 31 ივლისს ძლიერი აფეთქების შედეგად დაიღუპა.
IRGC ირწმუნება, რომ ჰანიე ისრაელელებმა ამერიკის მხარდაჭერით მოკლეს. ისრაელს ჰანიეს გარდაცვალებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
IRGC-ის ინფორმაცია ეწინააღმდეგება დასავლური მედიის ცნობებს, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ასაფეთქებელი საშუალება სასტუმროში ისრაელის აგენტებმა წინასწარ მოათავსეს, ჰანიეს იქ მოსვლამდე დიდი ხნით ადრე და მოქმდებაში მოიყვანეს ირანის საზღვრებს გარედან.
ჰანიეს მკვლელობა ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფონზე, ირანისა და IRGC-სთვის სერიოზული ჩავარდნა აღმოჩნდა.
New York Times წერს, რომ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ირანში ათობით ადამიანი დააკავეს.