უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს სევასტოპოლის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავზე - „დონის როსტოვზე“. წყალქვეშა გემი ჩაიძირა.
„უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში დარტყმა მიიტანეს მტრის წყალქვეშა გემზე და S-400-ის საზენიტო სარაკეტო სისტემაზე.
დადასტურებული ინფორმაციით, გუშინ, სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვნად დააზიანეს საჰაერო თავდაცვის სისტემა ტრიუმფის“ 4 გამშვები დანადგარი.
ასევე სევასტოპოლის პორტში წარმატებული დარტყმა განხორციელდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა გემზე „დონის როსტოვზე“. დარტყმის შედეგად ნავი ადგილზე ჩაიძირა“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციაში.
წყალქვეშა ნავი B-237 დონის როსტოვი“ (ნატო-ს კლასიფიკაციით - Kilo) არის ერთ-ერთი ოთხი Kilo-სკლასის წყალქვეშა ნავიდან, რომელსაც შეუძლია კალიბრის რაკეტების გამოყენება.
„დონის როსტოვი“ ექსპლუატაციაში 2014 წლის 26 დეკემბერს შევიდა.
როგორც გენშტაბში აღნიშნავენ, 2023 წლის 13 სექტემბერს, უკრაინული სარაკეტო თავდასხმის შედეგად გემს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. შემდგომში იგი გარემონტდა და გამოცდა გაიარა სევასტოპოლის ნავსადგურის წყლებში. წყალქვეშა ნავის ღირებულება 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული.